ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების შემტევზე საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე მზად არის, მინდორზე სრული მატჩის ჩასატარებლად.
გასულ ტურში, გარსიამ ქართველი გარემარბი უკვე 66-ე წუთზე შეცვალა, ახლა კი, როგორც ჩანს, მსგავსს აღარ უნდა ველოდოთ.
"კვარა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნდა, ორივე მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან ლაციოსთან რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში გოლებიც დაბრუნდება. მთავარია, ის ჯანმრთელად იყოს. ლაციოსთან ნამდვილად არ იყო მზად, რომ შეუცვლელად ეთამაშა, თუმცა, საქართველოს ნაკრებში ჩატარებული სრული თამაშები ჩვენთვის კარგი სიახლეა. ახლა, ის ფიზიკურად მზად არის, რომ მინდორზე 90 წუთი გაატაროს”.