სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლიმ" პირველი 3 ქულა დაკარგა "ლაციოს" წინააღმდეგ (1-2). ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ის 66-ე წუთზე შეცვალა.
იტალიური გამოცემა CORRIERE DELLO SPORT რუდი გარსიას ამ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი გარემარბის გასვლის შემდეგ "ნაპოლი" მოედნიდან გაქრა:
"რუდი გარსია კვარაცხელიას "ჩვეულებრივ" ფეხბურთელად მიიჩნევს, თუმცა მისი გასვლისა და ჯაკომო რასპადორის შემოსვლის შემდეგ, "ნაპოლიმ" მატჩზე კონტროლი დაკარგა. ხვიჩას გასვლის შემდეგ "ნაპოლი" გაქრა, ისინი თამაშში აღარ იყვნენ.
"ლაციომ" 2 გოლიც გაიტანა, თუმცა VAR-მა არცერთი ჩათვალა", - წერს CORRIERE DELLO SPORT.
მატჩის შემდგომ გარსიამ აღნიშნა, რომ ხვიჩა 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო.