ყველაზე დაბალი ქულა გუნდში - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ სადებიუტო მატჩში? » სპორტის ხაზი

ყველაზე დაბალი ქულა გუნდში - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ სადებიუტო მატჩში?

ყველაზე დაბალი ქულა გუნდში - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ სადებიუტო მატჩში?
3-09-2023, 18:35
Aa Aa
გაზიარება:

ერედივიზიონის მეოთხე ტურში აიაქსმა გასვლაზე სიტარდთან უგოლო ფრე ითამაშა და სახლში 1 ქულით ბრუნდება.

ამ მატჩში შედგა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის დებიუტი, რომელმაც შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყო და 90 წუთი სრულად ითამაშა. 22 წლის შემტევი ძირითადად პასიური იყო, თუმცა გიორგის 1-2 რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა მეტოქის კიპერმა იდეალურად ითამაშა.

აღსანიშნავია აიაქსის თამაშის ხარისხიც, რომელიც ნამდვილად არ იყო იმედის მომცემი გულშემატკივრებისთვის.

თამაშის დასრულების შემდეგ Sofascore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - მიქაუტაძემ შეფასების სახით 6.2 ქულა დაიმსახურა, რომელიც ყველაზე დაბალი შედეგი გახლდათ ნიდერლანდური გრანდის რიგებში.

ყველაზე დაბალი ქულა გუნდში - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ სადებიუტო მატჩში?

მიქაუტაძეს კარგი დებიუტი არ გამოუვიდა

ამ უგოლო ფრის შემდეგ აიაქსი 5 ქულით მე-11 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სტაინის გუნდი 17 აგვისტოს, ტვენტეს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი