ვინ არის 18 წლის ქართველი, რომელიც ტვენტეს განაცხადში მოხვდა? » სპორტის ხაზი

ვინ არის 18 წლის ქართველი, რომელიც ტვენტეს განაცხადში მოხვდა?

ვინ არის 18 წლის ქართველი, რომელიც ტვენტეს განაცხადში მოხვდა?
24-01-2023, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 17:30-ზე ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მეოთხეადგილოსანი ტვენტე და მერვეადგილოსანი უტრეხტი დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა განაცხადში პირველად მოხვდა ქართველი 18 წლის ფეხბურთელი, ირაკლი ეღოიანი, რომელიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრია და მათთან ერთად 2 შეხვედრაც აქვს გამართული.

ირაკლი ეღოიანი თბილისში 2004 წლის 19 მარტს დაიბადა და მას მიღებული აქვს როგორც საქართველოს, ისე ნიდერლანდების მოქალაქეობა. რაც შეეხება სათამაშო ამპლუას, ის ნახევარმცველი გახლავთ და ამჟამად ტვენტეს 21-წლამდელთა გუნდის წევრია.

18 წლის ქართველი ფეხბურთელი ტვენტეს ახალგაზრდულ გუნდს გასული წლის პირველ ივლისს შეუერთდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ სადამდე აქვს მას კონტრაქტი გაფორმებული ნიდერლანდურ კლუბთან.

ვინ არის 18 წლის ქართველი, რომელიც ტვენტეს განაცხადში მოხვდა?

ირაკლი ეღოიანი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი