"საბა პრემიერლიგისთვის ჯერ მზად არ არის" - საზანოვის მამის ინტერვიუ Sport24 -თან » სპორტის ხაზი

"საბა პრემიერლიგისთვის ჯერ მზად არ არის" - საზანოვის მამის ინტერვიუ Sport24 -თან

"საბა პრემიერლიგისთვის ჯერ მზად არ არის" - საზანოვის მამის ინტერვიუ Sport24 -თან
1-09-2023, 17:03
Aa Aa
გაზიარება:

საბა საზონოვს, იტალიური ტორინოს გარდა, შემოთავაზებები ტოპ 5 ლიგის ოთხი ქვეყნის კლუბებიდან ჰქონდა – ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ, ანდრეი საზონოვმა Sport24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მოლაპარაკებები ტორინოსთან რამდენიმე თვე გაგრძელდა, პირველი კონტაქტები მარტში დაიწყო. თავდაპირველად საბასთან შევთანხმდით პოზიციაზე: თუ ვარიანტი არ არის ძალიან კარგი, არ წავიდოდა. ახლა კი მცველების განვითარებისთვის საუკეთესო ლიგაში გადავიდა. ამოცანად სერია A-ში გადასვლა დავისახეთ, ბუნდესლიგასაც განვიხილავდით. ჩვენი ოცნებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.

რეალური ინტერესი გამოიჩინეს უდინეზემ, ჰამბურგმა, ლიონმა. არაერთი სერიოზული კლუბი დაგვიკავშირდა ინგლისიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. უმეტესობამ რეალური შეთავაზებებით მოგვმართა. იყო თუ არა ინტერესი ინგლისიდან? არა მხოლოდ ინტერესი, არამედ კონკრეტული წინადადებები, ვიზიტები, შეხვედრები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ინგლისის პრემიერლიგისთვის საკმარისად მომწიფებულები არ ვართ. ჩემპიონშიფში თამაშს კი, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ დავთანხმდით.

ტრანსფერის დროს სანაკრებო ფაქტორმა თავისი როლი თუ ითამაშა? ფეხბურთელისთვის მთავარი ვიტრინა საერთაშორისო ტურნირებია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ითამაშებს როგორც ფეხბურთელი, ასევე მთელი გუნდი. მოგეხსენებათ, როგორ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა და თავად საბამ ევრო 2023-ზე (გუნდი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, საზონოვმა პორტუგალიის წინააღმდეგ გაიტანა). ისინი ქებას იმსახურებენ! და ეს დაგვეხმარა, მიგვეღო სასურველი შეთავაზებები. ამიტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მადლობელი ვართ.
"
– განაცხადა ანდრეი საზონოვმა.

საბა საზონოვმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მეექვსე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სეზონში ტოპ 5 ლიგაში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.