Calciomercato : "ლაურენტისი კვარაცხელიას კონტრაქტზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს" » სპორტის ხაზი

Calciomercato : "ლაურენტისი კვარაცხელიას კონტრაქტზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს"

Calciomercato : "ლაურენტისი კვარაცხელიას კონტრაქტზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს"
30-08-2023, 22:09
Aa Aa
გაზიარება:

წინა სეზონის გამორჩეული პერფორმანსის შემდეგ სერია A-ს მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა - ქართველი სასულოსთან ცვლილებაზე შემოვიდა და 3 წუთში საგოლე გადაცემის მიწერაც მოახერხა.

ახალგაზრდა ვინგერის როლი რომ დიდია პარტენოპეიში ამაზე წინა წელს მოგებული სკუდეტოც მოწმობს. იტალიურ კლუბს კი სურს დააჯილდოვოს ის მოთამაშეები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სკუდეტოს მოგებაში.

ნეაპოლში სურს, რომ ქართველს ხელფასი მოუმატონ, ამ საკითხის გამო რამდენიმეა დღე ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში იმყოფება, მაგრამ დე ლაურენტისთან შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.

Calciomecato ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ნაპოლის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. კლუბი მზადაა ხვიჩას ანაზღაურების სახით 2.5-3 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ვინგერის გარემოცვა არანაკლებ 5-6 მილიონს ელის, რაც ნაპოლის გარემოცვას აფიქრებს.

წყარო ასევე სძენს, რომ მოლაპარაკებები კიდევ მცირე დროით გაიწელება, თუმცა დიდია იმის ალბათობაც, რომ ლაურენტისი ამ წინადადებას დათანხმდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი