"გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, არ ნებდება" - შოთა არველაძე მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

"გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, არ ნებდება" - შოთა არველაძე მიქაუტაძეზე

"გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, არ ნებდება" - შოთა არველაძე მიქაუტაძეზე
30-08-2023, 11:36
Aa Aa
გაზიარება:

აიაქსის ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ De Telegraaf-თან მიცემ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელიც ნიდერლანდურ კლუბს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

"გიორგი კარგი ბიჭია, კარგი ხასიათით. არასდროს ნებდება, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.

გოლის მანქანაა, კარგად შეუძლია პოზიციის შეცვლა, კარგი ხედვაც აქვს - ეს არის მთავარი ფაქტორი, რატომაც ის თითქმის ყოველ შეხვედრაში გოლის გატანას ახერხებს.

აიაქსის პრობლემა გოლების გატანაა, გიორგი მათ ამ პრობლემას გადაუჭრის, რადგან ჭკვიანი ფეხბურთელია. ამ მხრივ სუარესს ჰგავს."
- თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეცის მაისურით სამი შეხვედრის ჩატარება მოახერხა და სამივე შეხვედრაში საგოლე მოქმედებით გამოირჩა - 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.