"ნაპოლის" პრეზიდენტმა , დე ლაურენტისმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს , ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:
"კვარაცხელიას და ოსიმენის შენარჩუნება ძალიან რთული საქმეა , თუმცა ჩვენ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. ორივე მათგანზე ძალიან ბევრი და კარგი შემოთავაზება გვაქვს. არის მომენტები როცა ზოგიერთ შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად ვერ იტყვი , თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკი არ მსურს. მიხარია, რომ ეს ორი ვარსკვლავი ჩემს გუნდში თამაშობს. ისინი ძალიან კარგი და მონდომებულნი არიან , მე მათი შესანიშნავი თამაშით მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ და ვტკბები ამ ყველაფრით. " - განაცხადა დე ლაურენტესმა.