იესპერ ლინდსტრომი საღამოს 7 საათზე ფიუმიჩინოს აეროპორტში დაეშვა. დილით კი რომში ჩავიდა, ვილა სტიუარტის კლინიკაში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ნაპოლისთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
პარტენოპეის 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდება. ნახევარმცველი გუნდთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ანაზღაურება კი სეზონში დაახლოებით 2 მილიონი ევრო იქნება.
ლინდსტრომი 2021 წლიდან აინტრახტის ღირსებას იცავს, რომლის მაისურითაც ჩატარებულ 80 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.