იტალიელი ჟურნალისტი : "რაც გარსიამ ხვიჩაზე თქვა, ჩემთვის სისულელეა" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი : "რაც გარსიამ ხვიჩაზე თქვა, ჩემთვის სისულელეა"

იტალიელი ჟურნალისტი : "რაც გარსიამ ხვიჩაზე თქვა, ჩემთვის სისულელეა"
29-08-2023, 14:14
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში თავისი პირველი მატჩი სასულოს წინააღმდეგ გამართა, სადაც ცვლილებაზე შემოვიდა და საგოლე გადაცემაც მიიწერა.

ახალგაზრდა ვინგერის სათადარიგო სკამზე გადაყვანას დიდი გამოხმაურება მოყვა უცხოურ მედიაში. ამ ფაქტს ტელეკომენტატორი, ენრიკო ფედელემიც გამოეხმაურა, რომელმაც Radio Marte-თან განაცხადა:

"რუდი გარსია ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის გამოყენებას ცდილობს, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი. ის, რაც გარსიამ კვარაცხელიას უთამაშებლობზე თქვა, ჩემთვის სისულელეა. მხედველობაში მაქვს, მწვრთნელის მზადყოფნა, ტრავმის შემდეგ კვარაცხელიას მდგომარეობა მართოს. 77 ნომერი არ თამაშობს, რადგან, ჩემი აზრით, მთავარი რასპადორის ფაქტორია."


დაახლოებით მსგავსად ისაუბრა Repubblica-ს ჟურნალისტმა, ანტონიო კორბომაც :

"რასპადორი 50%-ით მომეწონა. არ მესმის, რატომ არის საჭირო იმის შემოწმება, ჯაკომო ძლიერია თუ არა. ის ძლიერია, მაგრამ მაშინ უნდა გამოიყენო, როცა ნაპოლის სჭირდება და არა – პირიქით. რეალური პრობლემა რასპრადორის ტაქტიკურ სქემაში სწორად გამოყენებაა. რასპადორის საჯარიმოსთან ახლოს უწევს თამაში, შემოქმედებითი ფეხბურთელია და დარტყმაც ეხერხება. აი, სად შეუძლია, თავი გამოიჩინოს. ის კარგად ეწერება გუნდში, რომელსაც სკუდეტოს მოგება სურს, მაგრამ დაჟინებით მისი თამაში, ხოლო კვარაცხელიას სკამზე ერთი საათით დატოვება კონტრპროდუქტიულად მეჩვენება."

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პარტენოპეი მომდევნო შეხვედრას ლაციოს წინააღმდეგ გამართავს, სადაც დიდი ალბათობით მატჩს პირველივე წუთებიდან ხვიჩა კვარაცხელია დაიწყებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი