ცნობილია : რა დაუჯდა "ტორინოს" საბა საზანოვის ტრანსფერი » სპორტის ხაზი

ცნობილია : რა დაუჯდა "ტორინოს" საბა საზანოვის ტრანსფერი

ცნობილია : რა დაუჯდა "ტორინოს" საბა საზანოვის ტრანსფერი
29-08-2023, 13:54
Aa Aa
გაზიარება:

საბა საზონოვი კარიერას იტალიის სერია A-ს ტორინოში გააგრძელებს, ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალსიტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. იტალიურ კლუბს ქართველის ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდება.

GEO TEAM-ი ასევე ავრცელებს საზანოვის ტრანსფერზე ინფორმაციას, სადაც ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად იტალიაში იმყოფება.

"ჩანიშნულია სამედიცინო შემოწმება ტორინოში. მოსკოვის დინამოსა და იტალიურ გუნდს შორის შეთანხმება შედგა, შეთანხმებულია პირადი კონტრაქტიც."

აღსანიშნავია, რომ მედიაში ბევრი დაინტერესებული კლუბის სახელი გაჟღერდა, ტორინოს ინტერესი კი პირველად დადასტურდა. როგორც ჩანს "ხარები" მოვლენებს ფრთხილად აკვირდებოდნენ და შესაბამის მომენტს ელოდნენ.

ტორინო სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია. გუნდი იტალიის ჩემპიონი 7-ჯერ, კოპა იტალიის გამარჯვებული კი 5-ჯერ გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.