"კვარაცხელია გამორჩეულია" - რა თქვა გარსიამ 'სასულოსთან' მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია გამორჩეულია" - რა თქვა გარსიამ 'სასულოსთან' მატჩის შემდეგ

"კვარაცხელია გამორჩეულია" - რა თქვა გარსიამ 'სასულოსთან' მატჩის შემდეგ
28-08-2023, 01:08
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მეორე ტურში ნაპოლი სასულოს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შემოსვლიდან სამ წუთში საგოლე გადაცემა მიიწერა და დი ლორენცოს გაატანინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ გააკეთა, რომელმაც ორიოდე რამ ქართველზეც თქვა:

"მუხლის ტრამვის შემდეგ მას ბევრი პრობლემა ჰქონდა. მან ცოტა ხნით ივარჯიშა ბოლო ორი სესია, მანამდე კი 12 სავარჯიშო დღე გამოტოვა. მას არ შეეძლო 90 წუთი თამაში, ამიტომ დავსვი სათადარიგო სკამზე.

მეორე ტაიმში ხვიჩა რაიმე განსხვავებულის შესაქმნელად შემოვიყვანე. ის ყველასგან გამორჩეულია.

ადრე ამ სტადიონს სან პაულო ერქვა, ახლა კი დეიგო მარადონას სახელს ატარებს, რაც განსხვავებულ ეფექტს ქმნის. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ მთავარი ხალხი ჩვენს სახლში და გვინდა ვიყოთ მოტივირებული გუნდი"
- განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ნაპოლის ახალ სეზონში ორიდან ორი მოგება აქვს და 6 ქულით მეორე ადგილზეა. იტალიური გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, ლაციოს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.