ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა კარიერა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.
Bild-ის ცნობით, მადრიდული კლუბი გეგმავს "პსჟ"-ს მბაპეს შესახებ შეთავაზება 29-30 აგვისტოს წარუდგინოს.
შეთავაზების დაგვიანებით "რეალს" სურს თავიდან აიცილოს გაჭიანურებული მოლაპარაკებები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით: ლემირი და ფლორენტინო პერესი თანხმდებიან 250 მილიონი ევროს ტრანსფერზე (50 მილიონი ევრო ბონუსით).
დღეს კიდევ ერთი ფრანგული გამოცემა PSG Community ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: კილიან მბაპეს „პსჟ“-ში დარჩენის 1%-იანი შანსიც არ არსებობს.
„ჩვენ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვხელმძღვანელობთ. „პსჟ“-ში იციან, რომ სწორ ინფორმაციას ვავრცელებთ, სწორედ ამიტომ პრესკონფერენციებზე დასწრების აკრედიტაციაც ჩამოგვართვეს.“