გარსია: "ამ მიზეზის გამო არ ითამაშებს ხვიჩა სერია A-ს პირველ მატჩს" » სპორტის ხაზი

გარსია: "ამ მიზეზის გამო არ ითამაშებს ხვიჩა სერია A-ს პირველ მატჩს"

გარსია: "ამ მიზეზის გამო არ ითამაშებს ხვიჩა სერია A-ს პირველ მატჩს"
18-08-2023, 18:03
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს პირველი ტურის მატჩს ფროზინონესთან მცირე დისკომფორტის გამო ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს - აღნიშნულ ფაქტზე მედიასთან ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ისაუბრა:

"კვარაცხელიასთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოვიჩინეთ. მან ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც რამდენიმე ვარჯიშის და ამხანაგური შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

ბოლო ამხანაგურ მატჩში მოახერხა და 70 წუთი ითამაშა, კვლევებმაც ცუდი არაფერი აჩვენა, თუმცა მცირე დისკომფორტს მაინც გრძნობს, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი მატჩი გამოეტოვებინა.

გარისკვა არ გვსურს და შემდეგი კვირიდან, როდესაც ვარჯიშს განვაახლებთ, ხვიჩაც დაგვიბრუნდება
", - განაცხადა გარსიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი