"მხოლოდ კვარა და ოსიმენი არა, ყველა მნიშვნელოვანია" - რუდი გარსიას შეკრების წინ » სპორტის ხაზი

"მხოლოდ კვარა და ოსიმენი არა, ყველა მნიშვნელოვანია" - რუდი გარსიას შეკრების წინ

"მხოლოდ კვარა და ოსიმენი არა, ყველა მნიშვნელოვანია" - რუდი გარსიას შეკრების წინ
16-07-2023, 12:03
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ შეკრებისა და მოსამზადებელი მატჩების ჩატარების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტი ყველაფერთან ერთად გუნდის ლიდერებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენსაც შეეხო, რომლებთან მიმართებითაც რუდიმ აღნიშნა, რომ უმთავრესი გუნდურობაა და არა ინდივიდები:

"ცხადია, ძალიან ბედნიერი ვარ და გამიმართლა, რადგან მეყოლება როგორც ვიქტორ ოსიმენი, ისე ხვიჩა კვარაცხელია. ისინი თავიანთი გოლებითა და საგოლე პასებით გამორჩეულები არიან, თუმცა ასეთ წარმატებას იმიტომ აღწევენ, რომ ბურთი იქამდე თანაგუნდელების კარგი თამაშის გამო მიდის."

"მთავარი ყოველთვის გუნდი იყო და არა ინდივიდები. დიდი იმედი მაქვს, რომ კვარაცხელია & ოსიმენის დუეტი შედეგიან თამაშს გააგრძელებს და ნაპოლისთვის კვლავ პროდუქტიულები იქნებიან, თუმცა ჩემი ყურადღება მთლიან გუნდზე გადანაწილდება და არა მხოლოდ ამ ორ მოთამაშეზე."

"ნაპოლის შეტევაში კვარასა და ოსიმენის გვერდით სიმეონე, პოლიტანო, რასპადორი, ელმასი და სხვებიც ჰყავს, რომლებიც ჩემს ნდობას აუცილებლად მიიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება ყველა მოთამაშემ იგრძნოს."
- თქვა რუდი გარსიამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი