მაისურების გაყიდვა შეწყვიტეს - კილიან მბაპეს მომავალი გაურკვეველია » სპორტის ხაზი

მაისურების გაყიდვა შეწყვიტეს - კილიან მბაპეს მომავალი გაურკვეველია

მაისურების გაყიდვა შეწყვიტეს - კილიან მბაპეს მომავალი გაურკვეველია
9-08-2023, 11:57
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-მ ფრანგი სუპერვასკვლავის, კილიან მბაპეს პოსტერები სტადიონის მთავარი კედლიდან მოხსნა. ასევე, პარიზის კლუბური მაღაზიები მის მაისურს აღარ ყიდიან, იტყობინება ცნობილი საფეხბურთო გამოცემა GOAL-ი.

ამ სურათის ფონზე კი იმის ილბათობა, რომ 24 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 'ლურჯების' რიგებს დატოვებს ძალიან დიდია. მას შემდეგ, რაც მბაპემ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა, პსჟ-ს წარმომადგენლებმა საბოლოოდ გადაწვიტეს ფეხბურთელის ამ ზაფხულს გაშვება და ტრანსფერიდან სარგებლის მიღება.

მაისურების გაყიდვა შეწყვიტეს - კილიან მბაპეს მომავალი გაურკვეველია

ფრანგულ მაღაზიებში მბაპეს მაისურები აღარ არის გაყიდვაში

მიუხედავად ვინგერის სურვილისა, დატოვოს კლუბი ამ ზაფხულს, გუნდი მას 250 მილიონად აფასებს, რაც არცერთი კლუბისთვის რა თქმა უნდა მისაღები არ არის. პარკ დე პრენსის ბინადრები სეზონს 12 აგვისტოს, ლორიენთან მატჩით გახსნიან. იქნება თუ არა მბაპე გუნდში, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კილიანი ლიგა 1-ის 10 გზის ჩემპიონს 2018 წელს შეუერთდა და მისი მაისურით ჩატარებულ 260 შეხვედრაში 212 გოლის გატანა და 98 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი