ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: შედგება თუ არა კაი უოკერის ტრანსფერი ბაიერნში? » სპორტის ხაზი

ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: შედგება თუ არა კაი უოკერის ტრანსფერი ბაიერნში?

ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: შედგება თუ არა კაი უოკერის ტრანსფერი ბაიერნში?
8-08-2023, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ჰარი კეინთან ერთად, მიუნხენის ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე მიმდინარე ზაფხულს კაი უოკერი იყო - მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უოკერი გერმანულ გრანდში გადაბარგდეს.

მისი ინფორმაციით, ინგლისელ მცველს მანჩესტერ სიტიში დარჩენა და ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა სურს.

ცნობისთვის, 33 წლის მცველის მანჩესტერ სიტიში დარჩენა თავად პეპ გვარდიოლამ მოითხოვა და ფეხბურთელს ახალი, გაუჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეც, რაზეც უოკერმა თანხმობა განაცხადა.

ყველაფერი 100%-ით დადასტურებული არ არის, მაგრამ ინგლისურ და გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უოკერის ბაიერნში ტრანსფერი ამ ზაფხულს არ შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი