"მისი დარჩენისთვის ვიბრძოლებ" - გვარდიოლამ უოკერის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მისი დარჩენისთვის ვიბრძოლებ" - გვარდიოლამ უოკერის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

"მისი დარჩენისთვის ვიბრძოლებ" - გვარდიოლამ უოკერის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
25-07-2023, 17:22
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ინგლისელი მცველის, კაი უოკერის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.

"ვიმედოვნებ, რომ უოკერი ჩვენთან დარჩება, რადგან გუნდისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა - სწორედ ამიტომ, მისთვის ბრძოლას ვაპირებთ", - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ უოკერის დამატებით მიუნხენის ბაიერნი სერიოზულადაა დაინტერესებული - რამდენიმე გამოცემაში უკვე დაიწერა, რომ გერმანულმა გრანდმა 33 წლის მოთამაშესთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა იგივე შეთანხმებას მანჩესტერ სიტისთანაც უნდა მიაღწიოს, რომ ფეხბურთელი ზაფხულშივე გაიფორმოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი