'მადლობა გაწეული სამსახურისთვის' - გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამო თბილისი დატოვა » სპორტის ხაზი

'მადლობა გაწეული სამსახურისთვის' - გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამო თბილისი დატოვა

'მადლობა გაწეული სამსახურისთვის' - გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამო თბილისი დატოვა
4-08-2023, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამო თბილისი დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად დინამო ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე იწკირველმა დატოვეს.

გუშინ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპარტანსთან სახლში მინიმალური ანგარიშით (0-1) მარცხი, როგორც ჩანს ახალგაზრდა სპეციალისტის ქართულ კლუბში მომავლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

"საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

თბილისური კლუბი ახალი მთვარი მწვრთნელი შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს."
- წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილი დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში ლურჯ-თეთრებმა მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი