ბოლო ეტაპი სასამართო პროცესის წინ - ალვეშს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება » სპორტის ხაზი

ბოლო ეტაპი სასამართო პროცესის წინ - ალვეშს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ბოლო ეტაპი სასამართო პროცესის წინ - ალვეშს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება
3-08-2023, 17:37
Aa Aa
გაზიარება:

მოსამართლემ, რომელიც იძიებს დანი ალვესის საქმეს, 2022 წლის 31 დეკემბერს, სატტონის ღამის კლუბში ახალგაზრდა ქალზე სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის, ფეხბურთელის განცხადების თარიღი 3 აგვისტოს (დღეს) ჩანიშნა, რომელიც ბოლო ეტაპია სასამართლო პროცესის წინ.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას მე-15 საინსტრუქციო სასამართლომ უკვე დახურა გამოძიება ალვეშის წინააღმდეგ და დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი ნიშნები იმის დასამტკიცებლად, რომ ფეხბურთელმა სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა 23 წლის ქალს. თუმცა, ყველაფრის უკეთ დასაზუსტებლად კატალონიის იურიდიული მედიცინისა და სასამართლო მეცნიერების ინსტიტუტში ჩატარდება ექსპერტიზა დანიშნული ექსპერტების მიერ, რათა დადგინდეს, მიადგა თუ არა ქალს რაიმე ზიანი სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემდეგ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა შემდეგი ნაბიჯი იქნება ბრალდებების დაზუსტება სასჯელის მოთხოვნის შესახებ, რაც შეიძლება იყოს დაახლოებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სიტუაციას კიდევ უფრო სატონის ღამის კლუბის თანამშრომლების ჩვენება ართულებს, რომლებმაც გამოძიებას განუცხადეს, რომ ბრაზილიელი ახალგაზრდა გოგონას "ჩაგრავდა". ისინი მოსამართლის წინაშეც კი აცხადებდნენ, რომ დანი მას ხელს უჭერდა და თავს არაკომფორტულად აგრძნობინებდა.

შეგახსენებთ, რომ ალვეში უკვე ექვს თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში იმყოფება. სასამართლო პროცესამდე მისი გათავისუფლება არ არის მოსალოდნელი, რადგან Audiencia de Barcelona-მ უკვე ორჯერ უარყო მისი მოთხოვნა გირაოს სანაცვლოდ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი