მიზეზი იმისა თუ რატომ აგვიანდება ადმირას ლუკა პარკაძის განაცხადში შეყვანა » სპორტის ხაზი

მიზეზი იმისა თუ რატომ აგვიანდება ადმირას ლუკა პარკაძის განაცხადში შეყვანა

მიზეზი იმისა თუ რატომ აგვიანდება ადმირას ლუკა პარკაძის განაცხადში შეყვანა
31-07-2023, 14:55
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ მიუნხენის ბაიერნმა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე 6 თვით ავსტრიულ ადმირაში გაანათხოვრა.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის რანგით მეორე დივიზიონი უკვე დაიწყო, ლუკა პარკაძე ადმირას განაცხადში არ მოხვედრილა, რაც შემდეგი მიზეზით აიხსნება:

"ჩემპიონატის დასაწყისს გუნდი საუკეთესო დროს არ ხვდება. ადმირას ახალ მოთამაშეს, გეორგ ტეიგლს (ლუკა ლოჩოშვილმა აუსტრიასთან მატჩის დროს გადაარჩინა) ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რათა სათამაშო ფორმაში შევიდეს."

"რაც შეეხება ლუკა პარკაძეს, მას თამაშის უფლება ჯერ არ მიუღია, მიზეზი კი სამუშაო ვიზის დაგვიანებაა. გუნდის კაპიტანი სტეფან ზვირშიციც სამთვიანი შესვენების შემდეგ კარგ ფორმაში არაა. ამიტომ, საწყის ტურებში ადმირასგან სასწაულებს ნუ ელოდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდს უფრო აუტსაიდერის როლი შეეფერება, ვიდრე ფავორიტის"
, - წერს ავსტრიული გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი