"ძალიან გვინდა, რომ დარჩეს, თუმცა.." - მეცის კაპიტანი გიორგი მიქაუტაძეზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ძალიან გვინდა, რომ დარჩეს, თუმცა.." - მეცის კაპიტანი გიორგი მიქაუტაძეზე საუბრობს

"ძალიან გვინდა, რომ დარჩეს, თუმცა.." - მეცის კაპიტანი გიორგი მიქაუტაძეზე საუბრობს
31-07-2023, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია თუ სად გააგრძელებს კარიერას მეცის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, საქართველოს ნაკრების ფორვარდს არაერთი ცნობილი კლუბი ეპატიჟება, მათ შორის ლიონი, ლილი, მილანი, იუვენტუსი და სხვები, თუმცა ფრანგები 20 მილიონზე ნაკლებად გიორგის გაშვებას არ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის შესახებ მისმა თანაგუნდელმა და მეცის კაპიტანმა, მატიე უდოლიმ ისაუბრა:

"სპორტული თვალსაზრისით, ბევრად უკეთესია, რომ ის დარჩეს. თუმცა, ტენდენციებით ვიცით, რომ უფრო მეტი შანსია წავიდეს. სანამ ის არ წავა, მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ მისი თვისებებით. არ ვიცი, რა ხდება კულისებში. ვფიქრობ, მიქაუტაძის შენარჩუნება რთული იქნება. უნდა ვიმუშაოთ, რომ ვიპოვოთ ფეხბურთელი, რომელიც მის შეცვლას შეძლებს."

"მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის უნდა დაამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე. ნებისმიერ შემთხვევაში მას აქვს ინდივიდუალური თვისებები, რომ პროგრესი განაგრძოს და უფრო მაღალ დონეზე შესანიშნავად ითამაშოს"
, - თქვა მეცის კაპიტანმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი