"ახალი ქინქლაძე რომელიც ევროპას დაიპყრობს" - რას წერენ უოტფორდის ფანები ჩაკვეს ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

"ახალი ქინქლაძე რომელიც ევროპას დაიპყრობს" - რას წერენ უოტფორდის ფანები ჩაკვეს ტრანსფერზე

"ახალი ქინქლაძე რომელიც ევროპას დაიპყრობს" - რას წერენ უოტფორდის ფანები ჩაკვეს ტრანსფერზე
30-07-2023, 14:44
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილია, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურმა გენტმა კიდევ 1 წლით გაანათხოვრა. ამჯერად ქართველი ფეხბურთელი ერთ სეზონს ინგლისურ უოტფორდში გაატარებს.

ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო იმ დამოკიდებულებისა და მოლოდინების შესახებ, რაც უოტფორდის გულშემატკივრებში არსებობს. აი, რას წერენ ისინი 23 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

"შესაძლოა, რომ ის ახალი გიორგი ქინქლაძე იყოს, რომელიც ევროპულ ფეხბურთში თავის დამკვიდრებას მოახერხებს"

"ზუსტად ისაა, რაც რეალურად გვჭირდებოდა, - მსუბუქი წონის ნახევარმცველი"

"იმედი მაქვს, რომ ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება"

"მოუთმენლად ველი მის ჩემპიონშიპში გამოჩენას"

"შეუძლია მას გაბრწყინება?"

"უფრო მეტი ფულის დახარჯვა და შემდგარი მოთამაშეების მოყვანა გვჭირდება"

"საქართველო კარგ გზაზე დგას, ეს ბიჭი რაღაცას გვპირდება"

"წარმოდგენა არ მაქვს ვინაა, მაგრამ ქართველ ფეხბურთელებს უკვე დიდი გულმოდგინებით ვეკიდები", - წერენ უოტფორდის ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.