სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის - არველაძეების ფონდმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა » სპორტის ხაზი

სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის - არველაძეების ფონდმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა

სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის - არველაძეების ფონდმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა
30-07-2023, 14:12
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ SMH Sports-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ მათ ახალი ხელშეკრულება არველაძეების ფონდთან გააფორმეს:

"ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 2 წლის ვადით გაფორმდა, პარტნიორობა კი სპორტული ღონისძიებების, აქტივობებისა და სხვადასხვა პროგრამების ჩატარებას ითვალისწინებს."

"თანამშრომლობა ერთიან ხედვაზე დაფუძნებულმა მიდგომამ განაპირობა, რომელიც ურთიერთობის გაოფიციალურებამდე, SMH Sports-სა და ფონდ არველაძეს შორის უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დამყარდა."

"არველაძის ფონდისა და SMH Sports-ის და მისი დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის მხარდაჭერით, გასულ სეზონში, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. მათ შორის გამოსარჩევია ქართველი სტუდენტების მოგზაურობა ნეაპოლში, შოთა არველაძის მონაწილეობით გამართული ლეგენდების მატჩები რომსა და გლაზგოში, ბრიტანეთის ტური გიორგი ქინქლაძესთან და 1000 წუთის ღონისძიება ზაზა ფაჩულიასთან ერთად."

"ორწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო აქტივობა, მცირე და მსხვილი მასშტაბის პროექტი განხორციელდება, რომელიც მიმართული ახალგაზრდობისა და სპორტული სექტორის განვითარებაზე იქნება"
, - დაწერა SMH Sports-მა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.