VIDEO: სამართლიანი თამაშისთვის - ძიუდოისტი მათე გველესიანი დაასაჩუქრეს » სპორტის ხაზი

VIDEO: სამართლიანი თამაშისთვის - ძიუდოისტი მათე გველესიანი დაასაჩუქრეს

VIDEO: სამართლიანი თამაშისთვის - ძიუდოისტი მათე გველესიანი დაასაჩუქრეს
30-07-2023, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

ძიუდოისტი მათე გველესიანი საპატიო ჯილდოთი - "სამართლიანი თამაშის" პრიზით დაჯილდოვდა, რის შესახებაც ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა.

სლოვენიის ქალაქ მარიბორში, ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივლის დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ ოლიმპიური ფესტივლის ოქროს მედალოსანი მათე გველესიანი და მოცურავე ანა ნიჟარაძე.

დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა "სამართლიანი თამაშის" პრიზით დაჯილდოების ცერემონია. სპეციალური კომისიის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ეს პრიზი სამაგალითო საქციელისთვის გადაეცა ქართველ ძიუდოისტს, ფესტივლის ჩემპიონს მათე გველესიანს.

ჩვენს სპორტსმენს სცენაზე უხმეს და ევროპის ოლიმპიური აუდიტორიის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში გადასცეს მეტად საპატიო ჯილდო. შეგახსენებთ: მათე გველესიანმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას მისულიყო კვარცხლბეკამდე 66 კგ წონითი კატეგორიის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე, - იხილეთ ვიდეო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.