ალ-ჰილალი აღარ ხუმრობს | არაბები ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს იხდიან » სპორტის ხაზი

ალ-ჰილალი აღარ ხუმრობს | არაბები ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს იხდიან

ალ-ჰილალი აღარ ხუმრობს | არაბები ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს იხდიან
30-07-2023, 13:19
Aa Aa
გაზიარება:

კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ ალ-ჰილალი ვიქტორ ოსიმენის გადაბირებას შეეცდება, რის შესახებაც L'equipe-მა დაწერა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, არაბები ნიგერიელი სტრაიკერის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს იხდიან, რაც საკმაოდ ყურადსაღები ფაქტია.

როგორც გახსოვთ, გარკვეული ხნის წინ დე ლაურენტისმა თქვა, რომ ოსიმენსა და კვარაცხელიას მხოლოდ გამორჩეული შემოთავაზების შემთხვევაში გაასხვისებდა, 200 მილიონი კი მისთვის ოსიმენში აქამდე არავის შეუთავაზებია.

მიუხედავად ამისა, თავად ვიქტორ ოსიმენს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ევროპაში, კერძოდ კი ნაპოლიში დარჩენა და ახალი სეზონის დაწყება სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.