ბექჰემი: "მესის ტრანსფერი რომ მოვაგვარეთ, მაშინვე ეს გავიფიქრე..." » სპორტის ხაზი

ბექჰემი: "მესის ტრანსფერი რომ მოვაგვარეთ, მაშინვე ეს გავიფიქრე..."

ბექჰემი: "მესის ტრანსფერი რომ მოვაგვარეთ, მაშინვე ეს გავიფიქრე..."
29-07-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ლიონელ მესის ინტერ მაიამიში ტრანსფერზე ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამერიკული კლუბის მფლობელმა, დევიდ ბექჰემმა ისაუბრა.

"კარიერის დასრულების შემდეგ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ როგორც კლუბის მფლობელი ისეთივე ემოციებს განცდა შესაძლებელი იქნებოდა, როგორსაც ფეხბურთელობისას განვიცდიდი.

ღამით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ გაეთიშა, მაგრამ როცა დავხედე მაშინვე ვთქვი: ჩვენ მესი დავიმატეთ, მორჩა, ის ამერიკაში ჩამოდის!

მაგ მომენტში ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ოლდ ტრაფორდზე ან უემბლიზე სათამაშოდ გავდიოდი - მაშინვე გავიფიქრე, ჩვენ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ტრანსფერი განვახორციელეთ და ყველა სხვა კლუბი უკან ჩამოვიტოვეთ
", - განაცხადა ბექჰემმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.