"გიორგი ქვილითაია აპოელის შეტევის მთავარი ძალა უნდა იყოს" - კვიპროსული მედია » სპორტის ხაზი

"გიორგი ქვილითაია აპოელის შეტევის მთავარი ძალა უნდა იყოს" - კვიპროსული მედია

"გიორგი ქვილითაია აპოელის შეტევის მთავარი ძალა უნდა იყოს" - კვიპროსული მედია
30-07-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების აპოელი ვოივოდინას შეხვდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ მასპინძელთა მხრიდან ანგარიშის გამხსნელი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელსაც შემდეგ კვიპროსულ მედიაში საქებარი სტატიაც მიუძღვნეს:

"გიორგი ქვილითაიამ აპოელის მაისურით ევროტურნირებზე პირველი გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა."

"29 წლის სტრაიკერმა თავი მშვენივრად წარმოაჩინა. გარდა გატანილი გოლისა, გიორგი მეტოქე გუნდის მცველებს მუდმივად წნეხში ამყოფებდა, ამით კი საკუთარ გუნდს ეხმარებოდა."

"როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში აპოელის უმთავრესი დამრტყმელი ძალა სწორედ გიორგი ქვილითაია უნდა იყოს"
, - წერენ კვიპროსში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.