"არაბეთში სათამაშოდ ოჯახის გამო გადავედი, რადგან.." - ნევეშმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა » სპორტის ხაზი

"არაბეთში სათამაშოდ ოჯახის გამო გადავედი, რადგან.." - ნევეშმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა

"არაბეთში სათამაშოდ ოჯახის გამო გადავედი, რადგან.." - ნევეშმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა
18-07-2023, 18:31
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ 26 წლის ნახევარმცველი რუბენ ნევეში კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს - პორტუგალიელი ვულვერჰემპტონიდან ალ ჰილალში გადავიდა და ყოველწლიურად ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს, აქამდე ინგლისში 4.5 მილიონ ევროს იღებდა.

ამ ტრანსფერის გამო, ნევეში სოციალურ ქსელში გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკის მსხვერპლი გახდა, რის გამოც, ფეხბურთელმა მოგვიანებით საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

"რატომ დავთანხმდი საუდის არაბეთში წასვლას? ამის მთავარი მიზეზი ჩემი ოჯახია, რომლისთვისაც ყოველთვის მინდოდა ისეთი ცხოვრება მეჩუქებინა, როგორზეც მე თვითონ ვოცნებობდი.

ჩემი ოჯახი ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ტიტულია
", - განაცხადა ნევეშმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.