პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ამჟამად საუდის არაბული კლუბის, “ალ ნასრის” ღირსებას იცავს, ის მიზეზები ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა მან ეროვნულ ნაკრებში დარჩენილიყო.
“ტყუილის თქმას არ ვაპირებ. გადაწყვეტილებას სანამ მიიღებ, ყველაფერზე უნდა დაფიქრდე. ოჯახთან ერთად ამაზე ვფიქრობდით, თუმცა შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სირთულეების მიუხედავად, დანებება არ შეიძლება. სიტუაციას სხვადასხვა კუთხით შევხედე. ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია, რომ აქ დავბრუნდი.
მწვრთნელმა მიმანიშნა, რომ ჩემზე იმედებს ამყარებს. მე ყოველთვის თამაში მინდოდა. როგორც იცით, ის ყველას ესაუბრა, მათ შორის - მეც და გავიაზრე, რომ ჯერ კიდევ შემიძლია, ნაკრებისთვის სასარგებლო ვიყო.
ამას ვგრძნობ, მინდა, პორტუგალია ყველაზე მაღალ დოენზე ავიყვანო. როცა გუნდს დასჭირდება, სულ მზად ვიქნები, ჩემი წვლილის შესატანად” - განაცხადა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს პორტუგალია კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4 ფინალში მაროკოსთან დამარცხდა.