გიორგი თანახმაა - ბაიერნი მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეში დაიწყებს » სპორტის ხაზი

გიორგი თანახმაა - ბაიერნი მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეში დაიწყებს

გიორგი თანახმაა - ბაიერნი მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეში დაიწყებს
6-07-2023, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო 2 დღის განმავლობაში ვალენსიას ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს მიუნხენის ბაიერნს აქტიურად უკავშირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია თვით ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა, რომლის უტყუარობასაც ნამდვილად არაფერი დაეწუნება.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად მამარდაშვილი და მისი აგენტი გერმანიაში იმყოფებიან, ბაიერნი კი შეხვედრას მალე ჩანიშნავს და მოლაპარაკებებიც ოფიციალურად დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელები მანუელ ნოიერის შემცვლელს უკვე დიდი ხანია ეძებენ. გერმანელი მეკარე უკვე 37 წლის გახლავთ და ნელ-ნელა კარიერის დასრულებას უახლოვდება, შესაბამისად, რეკორდმაისტერს ახალი და სანდო კადრის აყვანა სურს.

ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი 25 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც ბაიერნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ერთი ისაა, რომ ბაიერნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ცენტრალური ფორვარდის, ჰარი კეინის ყიდვაა, გიორგი მამარდაშვილი კი სიაში მეორეა.

ამდენად, უახლოეს დღეებში უნდა დავაკვირდეთ როგორც ჰარი კეინისა და ბაიერნის, ისე გიორგი მამარდაშვილის შემთხვევებს. შესაძლოა, რომ ინგლისელი თავდამსხმელი და ქართველი მეკარე ბაიერნმა ერთდროულად გაიფორმოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი