კრიტიკამ შედეგი გამოიღო | ვილი სანიოლი საქართველოსა და ისრაელის 1/4 ფინალურ მატჩს დაესწრება » სპორტის ხაზი

კრიტიკამ შედეგი გამოიღო | ვილი სანიოლი საქართველოსა და ისრაელის 1/4 ფინალურ მატჩს დაესწრება

კრიტიკამ შედეგი გამოიღო | ვილი სანიოლი საქართველოსა და ისრაელის 1/4 ფინალურ მატჩს დაესწრება
1-07-2023, 11:27
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვარკვევდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდის არცერთ თამაშს არ დასწრებია, რამაც გულშემატკივრებში დიდი გულისწყრომა და ბრაზი გამოიწვია.

ქართველი ქომაგები წერდნენ, რომ სანიოლმა ამ საქციელით ასაკობრივი ნაკრებისადმი დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა და გარდა ამისა, გაუშვა იდეალური შანსი ახალგაზრდა და პერსპექტიულ ქართველ მოთამაშეებს უშუალოდ ტრიბუნებიდან დაკვირვებოდა.

როგორც ჩანს, ქართული გვერდისა და გულშემატკივრების საერთო კრიტიკამ შედეგი გამოიღო, რადგან დაიწერა, რომ სანიოლი საქართველოსა და ისრაელის 1/4 ფინალურ დაპირისპირებას თვალს დინამო არენადან მიადევნებს:

"საქართველოსა და ისრაელის მატჩს დინამო არენაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრება. ფრანგი მწვრთნელი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა." - დაწერა Geo Team-მა

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის 21-წლამდე გუნდებს შორის დღევანდელი შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი