"ისრაელის მწვრთნელს კარგად ვიცნობ და.." - რა რჩევას აძლევს რამაზ სვანაძეს ლევან კუტალია? » სპორტის ხაზი

"ისრაელის მწვრთნელს კარგად ვიცნობ და.." - რა რჩევას აძლევს რამაზ სვანაძეს ლევან კუტალია?

"ისრაელის მწვრთნელს კარგად ვიცნობ და.." - რა რჩევას აძლევს რამაზ სვანაძეს ლევან კუტალია?
30-06-2023, 19:24
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე გუნდი ევრო 2023-ზე 1/4 ფინალურ დაპირისპირებას ისრაელის წინააღმდეგ ხვალ, ჩვენი დროით 20:00 საათზე დინამო არენაზე გამართავს.

ამ მატჩამდე მედიაში ვრცელდება ქართველი ფეხბურთელის, ლევან კუტალიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი ხვალინდელი მეტოქის დამრიგებელს, გაი ლუზონის კარგად იცნობს:

"ისრაელის მწვრთნელს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან მის წინააღმდეგ ჰაპოელ თელ ავივის შემადგენლობაში მითამაშია. გაის აჩქარებებით თამაში უყვარს და ზუსტად ვიცი, რომ მას საქართველოსთანაც ამის იმედი აქვს."

"საქართველოს საკმაოდ რთული მატჩი ელოდება, თუმცა ღრმად მწამს, რომ ჩვენები 1/2 ფინალის საგზურს მოიპოვებენ."
- თქვა კუტალიამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი