"გაგუამ გოლის ეპიზოდში ხელი მიბიძგა, ჯარიმა უნდა ყოფილიყო" - პორტუგალიელი მცველი » სპორტის ხაზი

"გაგუამ გოლის ეპიზოდში ხელი მიბიძგა, ჯარიმა უნდა ყოფილიყო" - პორტუგალიელი მცველი

"გაგუამ გოლის ეპიზოდში ხელი მიბიძგა, ჯარიმა უნდა ყოფილიყო" - პორტუგალიელი მცველი
1-07-2023, 11:56
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე სოლიდური სხვაობით, 2:0 დაამარცხა.

საქართველოსგან გაშვებულ პირველ გოლს იხსენებს პორტუგალიის ნაკრების მცველი ტომას არაუჟო, რომელმაც თქვა, რომ იმ ეპიზოდში გიორგი გაგუამ თამაშის წესები დაარღვია და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო:

"საქართველოს წინააღმდეგ მთელი თამაშის განმავლობაში დომინანტები ვიყავით, თუმცა ფეხბურთი ხანდახან ალოგიკურ შედეგებს გვაძლევს."

"გოლის ეპიზოდი? - მათმა ფორვარდმა ხელი მიბიძგა და ჯარიმა უნდა დაენიშნათ, გოლი გასაუქმებელი იყო."
- თქვა არაუჟომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი