"რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს", - სვანაძის კომენტარი ისრაელთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს", - სვანაძის კომენტარი ისრაელთან მატჩამდე

"რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს", - სვანაძის კომენტარი ისრაელთან მატჩამდე
30-06-2023, 16:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 1 ივლისს, დინამო არენაზე, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

30 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო მანამდე, მასპინძელ არენაზე ჟურნალისტების კითხვებს - რამაზ სვანაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა უპასუხეს.

რამაზ სვანძე: "რთულ თამაშს ველოდებით. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. პატივს ვცემთ მეტოქეს. ისრაელს, ბოლო პერიოდში დიდი წინსვლა აქვს ფეხბურთში, განსაკუთრებით ახალგაზრდულ დონეზე. რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს - კიდევ ერთხელ გვსურს გულშემატკივრების გახარება და დადებითი შედეგის მიღწევა. ჩვენთვის მთავარია ერთიანობის, გუნდურობის და სათამაშო დისციპლინის შენარჩუნება იქნება, რაც ჯგუფურ ეტაპზე გამოგვარჩევდა.

შემთხვევით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვერავინ მოხვდება. ისრაელის ნაკრებიც გუნდურობით გამოირჩევა. მივიღეთ მეტოქე, რომელმაც დაიმსახურა ამ ეტაპზე ყოფნა. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. გვაქვს ამ გუნდთან თამაშის გამოცდილება. გორში, სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ხვალ განსხვავებული შინაარსის თამაში იქნება. ეს არის პლეი-ოფი, სადაც არავის აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ბევრი რამ იქნება ფეხბურთელების მომზადების დონეზე დამოკიდებული. ბრძოლისუნარიანი გუნდია, თუმცა ჩვენც გვაქვს კოზირები და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

აღდგენისთვის დამატებითი დღე მნიშვნელოვანი იყო. ნიდერლანდებთან შეხვედრაში დაღლილობა ძალიან იგრძნობოდა. არ ვართ ასეთ გრაფიკში თამაშს მიჩვეულები. ვთვლი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენეთ პერიოდი აღსადგენად. გუნდი მზადა არის 90 წუთისთვის და თუ დაგვჭირდა, მეტისთვისაც.

ყველა თამაშში გვიწევს დამტკიცება, რომ ღირსეულად ვართ ამ სტადიაზე. მთელი ქვეყანა გაერთიანებულია და ეს ყველაზე ემოციური მომენტია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ერთადერთი, რაზეც ბიჭებთან ვსაუბრობ, იმ ერთიანობის და გუნდურობის შენარჩუნებაა, რამაც აქამდე მოგვიყვანა. საქართველოს ნაკრები დაფასდა და თამაშის ფავორიტად პირველად ვითვლებით. ვალდებულები ვართ, რომ ეს სტატუსი გავამართლოთ.
"

nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი