"ტურნირის მთავარი სიურპრიზი ვართ, საქართველოს მოუგეთ" - ისრაელის ფანების მიმართვა თავიანთ ფეხბურთელებს » სპორტის ხაზი

"ტურნირის მთავარი სიურპრიზი ვართ, საქართველოს მოუგეთ" - ისრაელის ფანების მიმართვა თავიანთ ფეხბურთელებს

"ტურნირის მთავარი სიურპრიზი ვართ, საქართველოს მოუგეთ" - ისრაელის ფანების მიმართვა თავიანთ ფეხბურთელებს
28-06-2023, 22:17
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ისრაელისა და ჩეხეთის 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც ისრაელმა 1-0 მოიგო და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი 1/4 ფინალური მეტოქე საქართველო იქნება.

აი, რას წერენ ისრაელის ფანები სხვადასხვა სოციალურ ქსელში თავიანთი ნაკრების უდიდესი წარმატების შესახებ:

"დაე, მოვიგოთ ტურნირი ბიჭებო"

"ტურნირის მთავარი სიურპრიზი ვართ, ბოლომდე უნდა ვიაროთ და საქართველოს მოვუგოთ"

"1/4 ფინალში გრანდი არ გვხვდება, ძალიან გაგვიმართლა"

"ყველაზე რთული თამაში საქართველოსთან გვექნება, ატმოსფერო საოცარია მათ სტადიონზე"

"სულისკვეთება ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ, ისე საქართველოსთან მოგება ძალიან რთული იქნება"

"ბილეთები მიყიდეთ ვინმემ, საქართველოში ისრაელის დროშის ფრიალით უნდა ჩავიდე"

"არ გამოვრიცხავ, რომ 1/4 ფინალში პენალტების სერია დაინიშნოს"

"არც კი ვიცი თუ როგორ უნდა ვითამაშოთ საქართველოსთან, პირველ თუ მეორე ნომრად"

"გერმანია ჩავტოვეთ ჯგუფში, საქართველო პრობლემას როგორ უნდა წარმოადგენდეს?"

"მჯერა, რომ 1/2 ფინალში მოვხვდებით", - წერენ ისრაელის გულშემატკივრები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი