"მერწმუნეთ, ხვიჩა ოდნავადაც არ გაამპარტავნებულა", - გიორგი კეკელიძის პასუხი კვარაცხელიას კრიტიკოსებს » სპორტის ხაზი

"მერწმუნეთ, ხვიჩა ოდნავადაც არ გაამპარტავნებულა", - გიორგი კეკელიძის პასუხი კვარაცხელიას კრიტიკოსებს

"მერწმუნეთ, ხვიჩა ოდნავადაც არ გაამპარტავნებულა", - გიორგი კეკელიძის პასუხი კვარაცხელიას კრიტიკოსებს
28-06-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდმა ნიდერლანდებთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა და 5 ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია არ იღებს, რასაც გულშემატკივართა ნაწილში დიდი უკმაყოფილება და ხვიჩას მიმართ კრიტიკა მოჰყვა.

ყოველივე ამას სოციალურ ქსელში მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა:

"ბევრი მწერს წუხილს ღიად თუ პირადად და ბარემ დავწერ: მეც ვისურვებდი, რომ ხვიჩა ამ გამარჯვებისა და ზეიმის მონაწილე ყოფილიყო. მით უფრო, რომ კვარაცხელიას მასშტაბის საფეხბურთო ფიგურა მეოთხედფინალში ძალიან დაგვჭირდება. მაგრამ მისი გადაწყვეტილებისაც მესმის, რადგან არის ბევრი ნიუანსი და მათგან ნაწილზე საკუთარ წერილშიც მიუთითა. მერწმუნეთ, კვარას ახლა ყველაზე მეტად უნდა ამ ბიჭებთან ერთად იყოს, უბრალოდ საფეხბურთო სუპერ-ვარსკვლავის კარიერა, ძალიან ბევრ რთულ დეტალს გულისხმობს - ხვიჩა კი უკვე დადასტურებულად დიდი ფეხბურთელია - მხოლოდ ინდივიდუალური ტიტულებით, ამ ასაკში, ასობით ძალიან ცნობილ მოთამაშეზე მეტი მოახერხა.

ცხადია, კრიტიკას არავინ ზღუდავს ანდა რომც უნდოდეს, როგორ იზამს ამას - პრესას და გულშემატკივარს ანრი და ბერგკამპი არ დაუნდია თავის დროზე - თუმცა, მერწმუნეთ, ხვიჩა ოდნავაც არ გაამპარტავნებულა.

აქვე, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მწვრთნელს და ფეხბურთელებს, მათ შორის განსაკუთრებით - ვინც შოტლანდიური წყალბურთიდან პირდაპირ, დაუსვენებლად შემოურთდა ახალგაზრდულ ნაკრებს და განუმეორებელი სასწაული შემოგვთავაზა
", - წერს კეკელიძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი