ვილი სანიოლი 21-წლამდე ნაკრების თამაშებს არ ესწრება - ქართულ მედიაში ფრანგს აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი 21-წლამდე ნაკრების თამაშებს არ ესწრება - ქართულ მედიაში ფრანგს აკრიტიკებენ

ვილი სანიოლი 21-წლამდე ნაკრების თამაშებს არ ესწრება - ქართულ მედიაში ფრანგს აკრიტიკებენ
28-06-2023, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რასაც ვილი სანიოლი არ ესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა:

"მოგესალმებით. ამ თემაზე რამდენიმე დღის წინაც ვიფიქრე და მაგარი გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ სანამ ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობდა, საჭიროდ ჩავთვალე, თავი შემეკავებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დამეწერა ის, რასაც ვფიქრობდი.."

"საქართველოში მიმდინარეობს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი. ეროვნულ ნაკრებებს თუ თავს დავანებებთ, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სანაკრებო დონეზე, სადაც საქართველოს ეწვია რობერტო მარტინესი(პორტუგალიის მთავარი მწვრთნელი), დომენიკო ტედესკო(ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და გარეთ საუთგეითი(ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი).."

"მაინტერესებს, რატომ არ არის საქართველოში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და უშუალოდ რატომ არ უყურებს საქმეში ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებს? განა, რა შეიძლება იყოს ახლა ამაზე მნიშვნელოვანი საქმე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის?"

"ვიცი, რომ აქ იმყოფება მისი ასისტენტი ადელ ჩედლი და ის ესწრება აბსოლუტურად ყველა თამაშს, ჩართულია სამუშაო პროცესში, თუმცა ვთვლი, რომ აუცილებელია ვილი სანიოლის საქართველოში ყოფნა." - დაწერა ქართულმა გვერდმა

რას ფიქრობთ თქვენ? - დაგვიწერეთ კომენტარებში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი