ის მატჩი იმსაჯა, რომელიც 5:0 წავაგეთ - საქართველოსა და ნიდერლანდების შეხვედრაზე დანიშნული არბიტრის ვინაობა გაირკვა » სპორტის ხაზი

ის მატჩი იმსაჯა, რომელიც 5:0 წავაგეთ - საქართველოსა და ნიდერლანდების შეხვედრაზე დანიშნული არბიტრის ვინაობა გაირკვა

ის მატჩი იმსაჯა, რომელიც 5:0 წავაგეთ - საქართველოსა და ნიდერლანდების შეხვედრაზე დანიშნული არბიტრის ვინაობა გაირკვა
27-06-2023, 14:49
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე გამართავს, მეტოქე კი ნიდერლანდები იქნება.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად გაირკვა იმ მსაჯის ვინაობა, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ შეხვედრას განსჯის, ის რადე ობრენოვიჩი იქნება.

სხვათაშორის, 32 წლის სლოვენიელ რეფერის საქართველოსთან კვეთა აქამდეც ჰქონია, კერძოდ 2019 წელს, როდესაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ჩიხურასა და შოტლანდიური აბერდინის მატჩი განსაჯა (ის მატჩი 5:0 წავაგეთ).

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში გამართული 2 ტურის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 4 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, ნიდერლანდებთან თამაშში კი სულ მცირე 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში რამაზ სვანაძე და მისი ბიჭები ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი