რეკორდმასტერი საქართველო - ნიდერლანდებთან დინამოზე მორიგი რეკორდი დამყარდება » სპორტის ხაზი

რეკორდმასტერი საქართველო - ნიდერლანდებთან დინამოზე მორიგი რეკორდი დამყარდება

რეკორდმასტერი საქართველო - ნიდერლანდებთან დინამოზე მორიგი რეკორდი დამყარდება
26-06-2023, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი ნიდერლანდები იქნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ბელგიასთან წინა შეხვედრაში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასწრების რეკორდი დაამყარა (41,887), ახლა კი იწერება, რომ ჩვენსავე რეკორდს ნიდერლანდებთან გავაუმჯობესებთ.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ხვალინდელი მატჩისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია. იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს "გადამყიდველების" სენი მორიგ ჯერზე აღარ შეაწუხებს და ტრიბუნები მაქსიმალურად გაივსება.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი საქართველოსა და ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი