ჩეხეთი თუ ინგლისი - ვინ შეგვხვდება 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში? » სპორტის ხაზი

ჩეხეთი თუ ინგლისი - ვინ შეგვხვდება 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში?

ჩეხეთი თუ ინგლისი - ვინ შეგვხვდება 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში?
26-06-2023, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი ნიდერლანდები იქნება.

თუ პროცენტულად დავალაგებთ, რამაზ სვანაძეს A ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულების ყველაზე დიდი შანსი აქვს და საამისოდ უკანასკნელ ტურში ნიდერლანდებთან ქულის აღებაც კი დააკმაყოფილებს იმ შემთხვევაში თუ პორტუგალია ბელგიასთან არ განადგურდება.

საგულისხმოა, რომ A და C ჯგუფები ფლეი ოფში ერთმანეთზე იქნებიან მიბმულნი, შესაბამისად, თუ პირველ ადგილს დავიკავებთ, მაშინ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ინგლისს ავცდებით, რომელმაც ორიდან ორი შეხვედრა უმარტივესად მოიგო. რაც შეეხება C ჯგუფის მეორე ადგილს, დიდი ალბათობით, მას ჩეხეთი დაიკავებს, რომელიც ბოლო ტურში ისრაელის ნაკრებს (ჯგუფში ყველაზე სუსტი) ეთამაშება. ამავე ჯგუფშია ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გერმანიაც, თუმცა მან გუშინ ჩეხეთთან სენსაციურად წააგო, 28 რიცხვში კი ინგლისს ეთამაშება. ცხადია, ასეთ რეალობაში ყველაზე დიდი შანსია, რომ ტურნირის 1/4 ფინალში ჩეხეთის ნაკრებს შევხვდეთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების 21-წლამდე გუნდების დაპირისპირება დინამო არენაზე 20:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი