"ტრანსფერი წარმატებით დაიხურა, გიორგი კვერნაძე ფროზინონეში მიდის" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ტრანსფერი წარმატებით დაიხურა, გიორგი კვერნაძე ფროზინონეში მიდის" - იტალიური მედია

"ტრანსფერი წარმატებით დაიხურა, გიორგი კვერნაძე ფროზინონეში მიდის" - იტალიური მედია
23-06-2023, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიურ მედიაში, კერძოდ Corriere dello Sport-ისა და ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, სერია A-ში ახლახან აღზევებულმა ფროზინონემ გიორგი კვერნაძის ტრანსფერი წარმატებით დახურა და მომდევნო სეზონიდან იტალიის ჩემპიონატს მორიგი ქართველლი ფეხბურთელი შეუერთდება.

იტალიაში წერენ, რომ გიორგის სიმაღლის მიუხედავად (190 სმ), მისი საყვარელი სათამაშო პოზიცია გარემარბობაა, თუმცა კვერნაძეს თავდამსხმელად ასპარეზობაც შეუძლია, რაც ფროზინონეს მწვრთნელისთვის, ეუსებიო დი ფრანჩესკოსთვის დიდი ფუფუნება უნდა იყოს.

20 წლის გიორგი კვერნაძე საბურთალომ აღზარდა, რის შემდეგაც მის კარიერაში თელავი გამოჩნდა. ამ მომენტისთვის კვერნაძე დინამო ბათუმის ფეხბურთელია, თუმცა აჭარულ კლუბში მაინცდამაინც დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა.

ცნობისთვის, ფროზინონე სერია A-ში ბოლოს 4 წლის წინ, 2018/2019 წლების სეზონში ასპარეზობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი