"დაღლილები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა" - ზურიკო დავითაშვილი » სპორტის ხაზი

"დაღლილები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა" - ზურიკო დავითაშვილი

"დაღლილები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა" - ზურიკო დავითაშვილი
22-06-2023, 16:09
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა შოტლანდიიდან ნამგზავრი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"დაღლილები ვიყავით, გვიან ჩამოვედით, მაგრამ მაინც მოვიგეთ და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვსურდა."

"შემდეგი მატჩი ბელგიასთანაა და იმედია, დინამო არენა გაივსება, რადგან ჩვენთვის ეს დიდი მოტივაცია იქნება."

"წინა თამაშმა კი დაგვანახა, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."
- თქვა ზურიკო დავითაშვილმა

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდი რიგით მეორე შეხვედრას 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი დინამო არენაზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი