სვანაძე: "ეს მხოლოდ დასაწყისია - არავის მივცემთ უფლებას მხოლოდ ამ გამარჯვებით იცხოვროს" » სპორტის ხაზი

სვანაძე: "ეს მხოლოდ დასაწყისია - არავის მივცემთ უფლებას მხოლოდ ამ გამარჯვებით იცხოვროს"

სვანაძე: "ეს მხოლოდ დასაწყისია - არავის მივცემთ უფლებას მხოლოდ ამ გამარჯვებით იცხოვროს"
21-06-2023, 23:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი გაგუამ ეფექტური გოლით გახსნა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს საბა საზონოვის თავური გოლი მოჰყვა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რამაზ სვანაძემ იმ ფაქტორებს გაუსვა ხაზი, რის ხარჯზეც ჩვენმა ნაკრებმა გამამრჯვების მოპოვება მოახერხა:

"დღევანდელი მატჩი გუნდურობის, ერთიანობის და დავალების ზუსტად შესრულების ხარჯზე მოვიგეთ. ევროპის ჩემპიონატი ძალიან მაჟორულ ნოტაზე დავიწყეთ, რაც რა თქმა უნდა რთული იყო, რადგან დებიუტანტები ვართ.

ეს მხოლოდო დასაწყისია და ვეცდებით, რომ ქართველი ქომაგები მაქსიმალურად გავახაროთ - არავის მივცემთ უფლებას, რომ მხოლოდ ამ გამარჯვებით იცხოვროს
", - განაცხადა სვანაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი