საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ანგარიში გიორგი გაგუამ ეფექტური გოლით გახსნა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს საბა საზონოვის თავური გოლი მოჰყვა.
Sofascore.com-ის ვერსიით, საუკეთესო მოთამაშე გიორგი წიტაიშვილი გახდა, რომელმაც ორივე გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა მიითვალა და შეფასების სახით 7.8 ქულა დაიმსახურა.
გაეცანით თითოეული მოთამაშის სარეიტინგო ქულას: