UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ახლა ძმის, ალექსანდრე თოფურიას დებიუტზეა ორიენტირებული, რომელიც პირველ ბრძოლას ხვალ, დილის 05:00 საათზე გამართავს.
მიუხედავად ამისა, უკვე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ თუ ვისთან სურს ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლის გამართვა, ეს დაპირისპირება კი მაყურებლებისგან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლავთ.
საქმე თოფურიას და ისლამ მახაჩევის ბრძოლას ეხება. როგორც ქართველი ჩემპიონი ამბობს, მისი სურვილია, რომ მახაჩევს სანტიაგო ბერნაბეუზე დაუპირისპირდეს.