ეს მომენტიც დადგა, ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის მაისურით პირველი გოლი მონაკოს კარში გაიტანა, რომელიც ქართველს მართლაც შესანიშნავი გამოუვიდა.
აი, რა თქვა ქართველმა ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ სადებიუტო გოლზე:
მსოფლიოს უბედნიერესი ადამიანი ვარ. მართლაც საუკეთესოა ასეთ სტადიონზე და ასეთი გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა.
ძალიან მსურდა, რომ პირველი გოლი მალევე გამეტანა. აქ ყველა შესანიშნავად მექცევა და ბედნიერი ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენში ვთამაშობ.
მინდა წინსვლა გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი მივცე ამ კლუბს!
- ამბობს კვარა.