ფრანგულ მედიაში მონაკოს დირექტორის, ტიაგო სკუროს კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის გიორგი მიქაუტაძის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით აკეთებს.
სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, რომელიც აქამდე დიდი ხნით იყო გაყინული. ჩვენი მიზანია, რომ ფორვარდი დავიმატოთ, რათა მონაკოს მწვრთნელს შეტევაში მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეს.
ჩვენ უკვე გვყავს ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი, ფოლარინ ბალოგუნი და ბრილ ემბოლო, მიქაუტაძესთან კი მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერს წარმატებით დავასრულებთ.
გიორგისთან მოლაპარაკების პროცესში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ვცდილობთ, რომ მეცის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, თავად ფეხბურთელთან კი კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთის მშვენივრად გვესმის. მეცის პრეზიდენტთან პირდაპირ კავშირზე ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე პოზიტიურ სიახლეებს გავიგებთ.
- ამბობს მონაკოს დირექტორი.
ცნობისთვის, 23 წლის ქართველი ფორვარდი კიდევ ლანსს, მარსელს, ვესთ ჰემს და სხვა არაერთ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა გიორგი ყველაზე ახლოს სწორედ მონაკოში გადასვლასთანაა.