მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ტიტული წარმატებით დაიცვა, ხალხი მის მომდევნო მეტოქეზე მსჯელობს.
აქამდე რამდენიმე რეალური ვარიანტი იყო, თუმცა ისინი ერთიმეორის მიყოლებით ირიცხებიან. მაგალითად, შონ ომალის მწვრთნელი ამბობს, რომ შუგა ოქტაგონზე დაბრუნებას არ ცდილობს, თავად უმარი კი ივლისამდე ჩხუბს მოტეხილობის გამო ვერ შეძლებს.
საგულისხმოა, რომ ყველაზე ადეკვატურ ვარიანტს პიოტრ იანთან რემატჩი წარმოადგენდა, თუმცა რუსი მებრძოლი ახლა რეალითი შოუთია დაკავებული და მერაბისთვის არ ეცლება.
შესაბამისად, დვალიშვილისთვის ყველაზე რეალურ მეტოქედ ალეშანდრე პანტოჟა რჩება, რომელიც უმსუბუქეს წონაში ასპარეზობს და ერთბაშად ორი ქამრის დაუფლება სურს.