ამიტომ აყენებს კვარას ზედიზედ ძირითადში - რას ამბობს ლუის ენრიკე » სპორტის ხაზი

ამიტომ აყენებს კვარას ზედიზედ ძირითადში - რას ამბობს ლუის ენრიკე

ამიტომ აყენებს კვარას ზედიზედ ძირითადში - რას ამბობს ლუის ენრიკე
დღეს, 19:48
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენის დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ მონაკოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ერთი ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს.

სეზონი ძალიან გრძელია და მას თან ახლავს როგორც ტრავმები, ისე დისკვალიფიკაციები, რის გამოც დროის თანაბრად გადანაწილებას ვცდილობთ. თუ ვინმე ზედიზედ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, ეს არა პრობლემა, არამედ თავის გამოჩენის შესაძლებლობის მიცემაა. როგორც მწვრთნელს, მსურს, რომ ფეხბურთელებმა კონკურენცია იგრძნონ და ნებისმიერ წამს იყვნენ მზად მინდორზე გასასვლელად.

- თქვა ენრიკემ, რომლის სიტყვებიც ხვიჩა კვარაცხელიას კარგად ერგება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ახალი კლუბის მაისური 3-ჯერ მოირგო, მის ანგარიშზე კი ჯერჯერობით მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი